ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაში წარმატებებს მიაღწიეს
20-06-2018
ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათე რეხვიაშვილი და ანა მიქიაშვილი მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებს ამავე სკოლის მასწავლებლები ფიქრია ბერიაშვილი და ცაცო ბეშიძე ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა ნაშრომები ორ სექციაში წარმოადგინეს. 

ანი მიქიაშვილმა თავისი ნაშრომი „რა არის ასტრონომია? ასტრონომიულო ობიექტები“ ასტრონომიის სექციაში წარმოადგინა, ხოლო მათე რეხვიაშვილმა „ლუხუნის ხეობა და მისი საიდუმლოებანი“ გეოლოგია-გეოგრაფიისა და ტურიზმის სექციაში. 

ჟიურის შეფასებით მათე რეხვიაშვილმა პირველი ხარისხის დიპლომი და სექციაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ანი მიქიაშვილის ნაშრომი 7 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა, რომლებიც საქართველოს მეცნიერთა აკადემიას გადაეცა. 

ანი პირველი ხარისხის დიპლომით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა დააჯილდოვეს. 

წარმატებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით ბიზნესმენმა მიხეილ ჭკუასელმა დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203