ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა საგაზაფხულო ღონისძიება გამართეს. მოწაფეებმა წელიწადის ამ ულამაზესი სეზონის მოსვლა იზეიმეს და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მიულცოეს.
მოსწავლეები ორიგინალური და სახალისო ნომრებით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე და მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა დედისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები, მინისპექტაკლები და სკეტჩები, ცეკვები და გაზაფხულის საგალობელი მელოდიები.
ღონისძიება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით წარიმართა და სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალა.
იხილეთ ფოტოები: