ლაითურის საჯარო სკოლა „მწვანე თაობას“ ზრდის
21-06-2018
დაბა ლაითურის საჯარო სკოლა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა. 

მოსწავლეებმა ეკო-კლუბ „მწვანე თაობის“ წევრებთან ერთად საინტერესო ფოტო-აქცია მოაწყვეს, ადამიანებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს და მათ ორიგინალური წარწერებით დედამიწის დღე მიულოცეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბი „მწვანე თაობა" ლაითურის სკოლაში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში შეიქმნა და კლუბის წევრებმა დღემდე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.

„ლაითურის საჯარო სკოლა „მწვანე თაობას“ ზრდის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203