ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს
17-03-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. პედაგოგთა ინიციატივით კი ხშირად ტარდება საინტერესო აქტივობები რომელიც ერთის მხრივ მოზარდებისთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის, მეორეს მხრივ კი მათ არაერთ უნარს ავითარებს.

საინტერესო პროექტი დაგეგმა და განახორციელა საგან „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა და ბილინგვური განათლების სპეციალისტმა ვენერა ტიტოიანმა.

პედაგოგის ინიციატივით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული და სომხური რელიგიური და სახალხო დღესასწაულების შესახებ. მოსწავლეები საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართულენოვან სკოლაში, სადაც მასპინძლებს გაუზიარეს მოპოვებული ინფორმაცია და მათთან ერთად იმსჯელეს ქართული და სომხური დღესასწაულის მსგავსება განსხვავებებზე. ამასთან, მოსწავლეებმა მოამზადეს გაზეთი თემაზე „მრავალფეროვან საქართველოზე“, სადაც აღწერილია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ხალხების მშვიდობიანი კულტურული თანაცხოვრების შესახებ, რაც მათი საერო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნითაც გამოიხატება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და აქტივობა სკოლის დარბაზში, თემატური პოსტერების გამოფენით დააგვირგვინეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...