ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, პოლონეთს სტუმრობდნენ
17-03-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და წარმატებასაც აღწევენ. 

სკოლის მოსწავლეები -  ხვიჩა კუხალეიშვილი (VIII კლასი ) და ირაკლი ძიგუა (IX კლასი) შეირჩნენ  Erasmus+-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - Fair Life: Balance მონაწილედ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პოლონეთში, ქალაქ კშიჟოვაში ( 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ), სადაც მათ ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში, ტრენინგებსა თუ
ვორქშოფებში.

პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები 5 ქვეყნიდან: გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეეძინათ ახალი მეგობრები, გაეზიარებინათ
ერთმანეთისთვის გამოცდილებები და გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ცოდნა, დაეთვალიერებინათ პოლონეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.

პროექტს ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია Kreisau-Initiative, რომლის პარტნიორია საქართველოში ასოციაცია „ათინათი“. 

ჩხორიის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ასოციაცია „ათინათს“ (ხელმძღვანელი: რუსუდან ყალიჩავა) და პროექტის ლიდერს - ნინი ღურწკაიას, ხოლო მოსწავლეებს უსურვებს მორიგ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...