პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა სახლს ლამაზი ღონისძიებით ესტუმრნენ
17-03-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, კაცთმოყვარეოაბს, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის VI, VIII და IX კლასის მოსწავლეები პროექტის - „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ ფარგლებში, ხურვალეთში არსებულ ხანდაზმულთა სახლის - „სახლი საზღვრებს გარეშე“ (House Without Borders) ბენეფიციარებს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა, პედაგოგების - მზია ელიაურისა და ციალა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით მასპინძლებს წარუდგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ. 

„ულამაზესი და უთბილესი წუთები ვაჩუქეთ სოფელ ხურვალეთში არსებულ ხანდაზმულთა სახლის - „სახლი საზღვრებს გარეშე“ ბენეფიციარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...