საგამოცდო ტესტში მონიშნულ არასწორ პასუხზე ქულა დაგაკლდებათ - NAEC-ის ინფორმაცია სტუდენტებისთვის
25-03-2025

ბაკალავრიატის სტუდენტებს რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა უნდა ჩააბარონ. 

გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებს 2 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ, გამოცდის საფასური კი 10 ლარია - რეგისტრაციის დეტალები 

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდის ტესტი ერთიანია და მოიცავს
შემდეგ სამ კომპონენტს:

1. წაკითხულის გააზრება - 21 დავალება;
2. ლოგიკური მსჯელობა - 14 დავალება;
3. რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.


შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 42. გამოცდისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 35 წუთია. კონკურსანტს უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს ამ საერთო დროის რა ნაწილი დაუთმოს ცალკეულ კომპონენტთა დავალებების შესრულებას.


შეფასების სისტემა:

სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი ტესტის თითოეული დავალება ფასდება 1
(მონიშნულია მხოლოდ სწორი პასუხი), 0 (არცერთი პასუხი არ არის მონიშნული) ან -0,2
(მონიშნულია არასწორი პასუხი) ქულით.

იხილეთ ტესტის ნიმუში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...