ვაჟა თოდუას სახელობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
ამის დასტურია ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მჭიდრო თანამშრომლობა კიურის ლაბორატორიასთან, რომლის დამფუძნებლებიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულები - დავით ჟღენტი და მარიკა ცინცაძე გახლავთ.
ახლახან ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლასა და კიურის ლაბორატორიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისო ცდები ჩაატარეს ფიზიკასა და ქიმიაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება.