ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, საინტერესო და იმავდროულად სახალისო პროექტზე მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა იმუშავეს.
მოსწავლეებმა ქართულ ენაზე სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და აუდიტორიას გააცნეს.
პროექტი განხორციელდა ბილინგური სპეციალისტის - იზოლდა ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა, არაერთ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
აღსანიშნავია, რომ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას ხალისითა და დიდი შემართებით სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: