ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გამორჩეულად აღნიშნეს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში 7 მოსწავლე სწავლობს, შვიდივე ვაჟი, რომელთაც ძვირფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დედისა და ქალთა დღეები დიდი სიყვარულით მოილოცეს.
მოსწავლეებმა ხელნაკეთი დეკორატიული ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს და სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
მცირკონტიგენტის გამო სკოლაში 7 მოსწავლე გვყავს, ესენიც 3 ოჯახის წევრები არიან, მხოლოდ ვაჟები გვყავს. შესაბამისად, ნებისმიერ
სკოლაში ჩატარებული ღონისძიება განსხვავებულია. წელს, მარტის დღესასწაულებზე თოვლი გვქონდა და ქალბატონებისათვის ხელოვური ყვავილები და მისალოცი ბარათები დავამზადეთ, რაშიდაც ბუნებისა და ხელოვნების მასწავლებლები დაგვეხმარნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.
გაიმართა ლამაზი ღონისძიებაც, რომლის სცენარი დაწყებითების პედაგოგმა - ხათუნაქ ქვარიანმა მოამზადა.
მოსწავლეებმა ლექსებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას 3 და 8 მარტი, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და გაიხსენეს გმირი ქალები, დედები და დედოფლები.
ბოლოს კი თავიანთი ხელით დამზადებული მიალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს ქალბატონებს.
იხილეთ ფოტოები: