ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის eTwinning-ის პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
5 მარტს, ჩხორიის საჯარო სკოლაში eTwinning პროექტის - „მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“ ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია თემაზე - „ჩემი საყვარელი პროფესია“. პროექტში ჩართულნი არიან მოსწავლე-მასწავლებლები, საქართველოდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან, რუმინეთიდან და უკარინიდან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში.
არსებული სტერეოტიპების, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გაცნობიერება და მათი რეალიზაციის გზების ძიება. მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეებთან თანამშრომლობა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუმინეთისა და თურქეთის სკოლების მოსწავლეები.
საქართველოდან კონფერენციაში ჩაერთნენ:
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.
„ერთობლივი კონფერენციები გვაძლევს მასწავლებლებს საშუალებას ვითანამშროლოთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები და თავი ვიგრძნოთ ერთი და იგივე საზოგადოების ნაწილად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: