ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა მე-2 კლასელთა შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს, გაითვალისწინეს მასწავლებლების რჩევები და ლამაზი მისალოცი ბარათები დაამზადეს.
ბავშვებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს სითბო და სიყვარული დაუდასტურეს და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: