ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია შიდასასკოლო კონფერენცია სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, რომლიც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ანა ღურწკაიას ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენიციის თემა იყო - „გიგო გაბაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება“.
კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ IVგ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ შორენა თოფურიას ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე და გააცოცხლეს მხატვრული შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიგო გაბაშვილის ნამუშევრების რეპროდუქციული შესრულება.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: