მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისგან
18-03-2025

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

სულ ცოტა ხნის წინ გურია დიდთოვლობას ებრძოდა. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლელებმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მაშველებს სამაგალითოდ დაუდგნენ გვერდში. 

სკოლის სახელით, მოსწავლე-მასწავლებლებმა მაშველებს მცირედი ნობათი გადასცეს და მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის. 

„ჩვენი სკოლის სახელით, დიდი მადლიერებით მცირედი ნობათი გადავეცით მაშველებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ, გვერდით უდგათ და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას“,-აღნიშნავენ სკოლაში. (იხილეთ ვიდეო)

მაშველებმა კი მისაბაძი თავდადება გამოიჩინეს და სასკოლო საზოგადოებას შესვენების დროსაც გაუწიეს დახმარება. 

„მაშველები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან არიან ჩამოსულნი ცვლას აკეთებენ და შესვენების დროსაც ჩვენ გავგვიწიეს დახმარება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეოს გვიზიარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...