ბანოჯის სკოლის მოსწავლე წყალტუბოში ჩატარებული ''ეტალონის'' საუკეთესო სამეულში გავიდა
06-12-2016
ბანოჯის სკოლა წყალტუბოში ჩატარებულ ''ეტალონის'' კონკურსში ჩაერთო. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბანოჯის სკოლა მოსწავლეთა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობით თავის სათქმელს ყოველთვის წარმატებით ამბობს:

''ბანოჯის სკოლა მოსწავლეთა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობით თავის სათქმელს ყოველთვის წარმატებით ამბობს. გამონაკლისი არც წყალტუბოს „ეტალონი“ 2016 წლის გამოსავლენი კონკურსი დარჩა, სადაც ჩვენი სკოლის VIII და XI კლასის მოსწავლეები შერმადინ ბერეკაშვილი და ნათია გურეშიძე იღებდნენ მონაწილეობას. XI კლასის მოსწავლე ნათია გურეშიძე პირველ სამეულში გავიდა. ნათიასთვის ეს უკვე მეორე დიდი გამარჯვებაა, რომლითაც კმაყოფილებას ვერ ვფარავთ. 

მადლობა ორგანიზატორებს, პედაგოგებს და მადლობა ნათიას, რომ ის ასეთი შრომისმოყვარე და მუყაითია. მუყაითობა კი გამარჯვების ერთ-ერთი საწინდარია. ჩვენ გვჯერა, რომ ნათია წარმატებებით ივლის საგანმანათლებლო სივრცეში და ცხოვრების ფართო ასპარეზზე.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203