„ჯანსაღი ცხოვრება და მავნე ჩვევები“ - საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატი შექმნეს 
18-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ახლახან, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე, პედაგოგ ანჟელა ნალბანდიანის დახმარებით შექმნეს საინტერესო პლაკატი აქტუალურ თემაზე -  „ჯანსაღი ცხოვრება და მავნე ჩვევები“.

მოსწავლეებმა სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს მავნე ჩვევების დამღუპველი შედეგები და ერთხმად აღნიშნეს, რომ ირჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...