ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი - მოზაიკა. გაზეთი მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებით აკინძეს.
მეორე ჯგუფმა კი პლატელინისგან პოსტერი შექმნა. მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს.
მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი არევიკ დანიელიანი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებს.
იხილეთ ფოტოები: