ჩხაკოურის საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით, მორიგი სახალისო აქტივობა ჩატარდა
18-03-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.

ახლახან, სკოლაში, უცხოური ენების კათედრის მორიგი სახალისო აქტივობა ჩატარდა.

შეხვედრის თემა იყო - „ადამიანის სხეულის ნაწილები“. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც ხალისით ასრულებდნენ დავალებებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული შეხვედრით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, ასევე, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...