კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება
18-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. 

ახლახან, კორხის საჯარო სკოლაში ბილინგური სწავლების სპეციალისტის - იზოლდა ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის - „არაფორმალური განათლების“ ფარგლებში, საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა 3 და 8 მარტი აღნიშნეს და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ მშობლებიც. მოსწავლეებმა მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...