საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, მათემატიკის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
26-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მათემატიკა საინტერესო და სახალისოა.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ და სასწავლო პროცესს საინტერესო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ.  

მათემატიკის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის მათემატიკის კლუბის წევრები, დირექტორის მოადგილესთან - იოსებ აფაქიძესთან და მათემატიკის პედაგოგებთან - შორენა ოქრიაშვილთან და მერი შიუკაშვილთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

მოსწავლეებს უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - დავით სონღულაშვილი მასპინძლობდა, რომელმაც კლუბის წევრებს დაათვალიერებინა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია და ესაუბრა "ხელოვნურ ინტელექტის" შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...