განძის N1 საჯარო სკოლას საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე სტუმრობდა
21-06-2018
განძის N1 საჯარო სკოლას გიორგი მოსიძე ეწვია, რომელმაც სკოლის ქართული ენის კლუბს 3000 ლარის საჩუქრები გადასცა. 

გიორგი მოსიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ხარ თუ არა პირველკლასელზე ჭკვიანი“ მონაწილეობდა, სადაც აღნიშნული თანხა მოიგო. 

ამ თანხით მან კომპიუტერი, პროექტორი და მხატვრული ლიტერატურა იყიდა და სკოლის კლუბს საჩუქრად გადასცა. 

ქართული ენის კლუბის მისია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203