მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ამის დასტურია ის წარმატებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში ჩართულობით აღწევენ.
ახლახან, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამხატვრო კონკურსში.
სამ მოსწავლეს: დავით კვარაცხელიას ( XI კლ), თამარ ჯანაშიას ( X კლ) და ლია ნაჭყებიას ( IX კლ) - საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ სერტიფიკატები გადაეცათ.
„გულითადი მადლობა ჰოლოკოსტის ხსოვნის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ებრაელი ხალხის ისტორიის პატივისცემისათვის“ - ასე გამოეხმაურა საელჩო კონკურსანტებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია.