„საცხოვრისები საქართველოში“ - ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მაკეტები დაამზადეს
19-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება არაფორმალური განათლების პროექტები, რომლებსაც ახორციელებენ ბილინგვური სწავლების სპეციალისტები, სკოლის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.

მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს მსგავსი აქტივობები და  მაქსიმალურად არიან ჩართულები პროექტის განხორციელებაში.

ამჯერად, სკოლაში განხორციელდა პროექტი „საცხოვრისები საქართველოში“.

მოსწავლეებმა აირჩიეს სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის საცხოვრისები.

მოსწავლეებმა შექმნეს ამ კუთხეებში არსებული საცხოვრისების მაკეტები და  ნახატები.

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...