აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლას დირექტორი ეკა ესიავა წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს უზრუნველყოფს, სადაც დაცულია უსაფრთხოების წესები და შინაგანაწესი.
მოსწავლე-მასწავლებლები აძლევენ მოტივაციას აკეთოს საქმე საუკეთესოდ და ქვეყანას განათლებული და ერუდირებული თაობა აღუზარდოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა პასუხობს.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხოების წესების და შინაგანაწესის დაცვას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გულწრფელობა, ნდობა, აღიარება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი აფასებენ სკოლის პერსონალს, მასწავლებლებს, პატივს სცემენ ერთმანეთს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიანობას, გვერდში დგომას, თანამშრომლობას და პატივისცემას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები, რომლებიც მაძლიერებენ.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.