ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ქალაქის მაშტაბით ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
21-06-2018
ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ქალაქის მაშტაბით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „ინტელექტის დღე” გაიმარჯვა. 

თამაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა. 

გუნდის წევრები არიან - გიორგი შულაია, მარიამ დოლიძე, საბა მახათაძე, ბუთა ღაღანიძე, არჩილ გვასალია და ნუნუ ტოგონიძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში საკმაო დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და მონაწილე გუნდებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს. 

ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდი „ინტელექტის დღის” ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, რომელიც თბილისში 6 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203