ცნობილია, საჯარო სკოლების სია, რომლებსაც ახალი ინვენტარი გადაეცემა
19-03-2025

120 საჯარო სკოლისთვის 1000 დაფას შეიძენენ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 1 000 კომპლექტი სასკოლო დაფის შესასყიდად 324 600 ლარი გამოყო. 

აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „იმგო“-მ მიიღო, რომელმაც განაცხადა რომ სასკოლო დაფებს 312 400 ლარად გადასცემდა სააგენტოს, ერთი დაფის კომპლექტის ღირებულება კი 312.40 ლარით განისაზღვრა. როგორც შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ვნახულობთ პროცესი შერჩევის ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში კი კომპანიამ ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს სკოლები ახალი ინვენტარით. 

სასკოლო დაფების კომპლექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებისთვისაა განკუთვნილი, თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კი სხვადასხვა ოდენობის სასკოლო დაფაა გამოყოფილი. 

გთავაზობთ სკოლების სიას, რომლებსაც ახალი დაფები უნდა გადაეცეთ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...