ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
19-03-2025

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №109 ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა:

ა) თამარ იოსელიანი – შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დამსაქმებელი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) ზურაბ ორჯონიკიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე, პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) დავით ლეშკაშელი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი - საბჭოს მდივანი;

დ) კახა შენგელია - შპს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;

ე) მამუკა ხუსკივაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;

ვ) მიხეილ გურგენიძე - შპს ბრიტანული უნივერსიტეტი, ასისტენტპროფესორი;

ზ) ლევან მიდოდაშვილი - სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი;

თ) სერგო ჭელიძე - შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს პროფესორი;

ი) ქრისტინა რზგოევა - სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

კ) რიმა ბერიაშვილი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) კონსტანტინე სირბილაძე – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

მ) ნინო ჩინჩალაძე - ა(ა)იპ - ფონდ საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

ნ) ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი;

ო) ივანე ჯაგოდნიშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

პ) ემილ ავდალიანი - შპს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;

ჟ) სალომე კუჭუხიძე - შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...