ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეები იღებენ განათლებას, აქტიურად მუშაობს „მკითხველთა კლუბი“.
მოსწავლეები, ქართული და ჟესტური ენის მასწავლებლების დახმარებით, ჟესტურ ენაზე კითხულობენ საინფორმაციო ტექსტებს. გარდა ამისა, კლუბის წევრები ხშირად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს, როგორიცაა განათლების საერთაშორისო დღე, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე და სხვა მსგავსი მოვლენები.
18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს საგანმანათლებლო ანიმაცია „ნარჩენების მართვა’’; წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტი, რომელიც ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობასა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას ეხებოდა.
ფილმის ნახვის შემდეგ, ბავშვებმა ისაუბრეს, როგორ შეუძლიათ მცირე, ყოველდღიური ქმედებებით გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „მკითხველთა კლუბი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განვითარებაში, მათ შორის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაში.
იხილეთ ფოტოები: