ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ბალიაშვილი STEM პროექტის სტიპენდიანტია
19-03-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლის - გიორგი ბალიაშვილის წარმატებით ამაყობენ. 

მოსწავლე კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ „STEM სკოლაში“ ჩაირიცხა. მოსწავლე საუკეთესოთა შორის მოხვდა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა ულოცავს მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - გიორგი ბალიაშვილს კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ„STEM სკოლაში“ მოპოვებულ სტიპენდიას. რაც გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას. ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...