„თბილისური ეზო“ - შთამბეჭდავი პროექტი ყარაჯალას საჯარო სკოლაში
19-03-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი სასწავლო პროექტი განხორციელდა სახელწოდებით - „თბილისური ეზო“.

„საუკუნეების განმავლობაში, თბილისმა თაობებს მიანიჭა უნიკალური გამოცდილება, სადაც ეროვნული და ეთნიკური იდენტობები ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. გააგრძელე ისტორია, ეს შენი ქალაქია!“,- ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა, ხალისით იმუშავეს საინტერესო პროექტზე, რომელიც მათ ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა - აიტან გიზბასოვამ, ავსანე ხალილოვამ და გიუნაი კარანზადენ შესთავაზეს.

როგორც პედაგოგები გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა, განსაკუთრებით, თუ როგორ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ძველ თბილისში, მათი კულტურა, ტრადიციები, ტანსაცმელი, სამზარეულო, დღესასწაულები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ა.შ.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი, პროექტის ფარგლებში ძველი თბილისის ტურშიც მონაწილეობდნენ. 

„დღეს თბილისი გამოირჩევა ისტორიით, კულტურით და მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური საზოგადოებით. თბილისი ნამდვილად აჩვენებს ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ამ ქალაქში საუკუნეების მანძილზე სიყვარულით ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკური ჯგუფის და ერის წარმომადგენლები“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და პროექტის ფარგლებში ძველი თბილისის ცხოვრებისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ბევრი ახალი ცოდნა შეიძინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...