მანდატურის სამსახური მორიგ ვაკანსიას აცხადებს - ანაზღაურება 3300 ლარია
22-03-2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. 

აპლიკანტმა განაცხადი უნდა გაგზავნო 28 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე hr3@mandaturi.gov.ge. განაცხადის შესავსებად დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ)  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

ზ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

შრომის ანაზღაურება: 3300 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ყველა სხვა დეტალის სანახავად დააჭირეთ აქ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...