იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
19-03-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ. 

სკოლის II და III კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი წულაიას ხელმძღვანელობით ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...