რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
20-03-2025

ზოგადსაგანმაწათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, საბჭოს 13 წევრის ვინაობა, რომელთა შორის არიან საჯარო და კერძო საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

ა) ეკატერინე წიფურია - სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის დირექტორი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) თამარ მამსიკაშვილი - აზიის განვითარების ბანკის პროგრამის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ნინო ბერიკაშვილი - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მენეჯერი - საბჭოს მდივანი;

დ) პეტრე ბაბილუა - შპს ევროპული სკოლის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) დავით მალაზონია - შპს თანამედროვე განათლების აკადემია – სკოლა და ბაღის დირექტორი;

ვ) მანანა თურქაძე - შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში - დირექტორთა საბჭოს წევრი და მთავარი მრჩეველი განათლების საკითხებში;

ზ) წონა ჩუბინიძე - სსიპ - ქალაქ ქუთაისის №14 საჯარო სკოლის დირექტორი;

თ) დავით კახნიაშვილი - შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესის დირექტორი, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაციის თავმჯდომარე;

ი) ეკატერინე გურგენაშვილი - სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის №4 საჯარო სკოლის მასწავლებელი, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული;

კ) ირმა ამირანაშვილი - შპს ქორალის ხარისხის მართვის მენეჯერი;

ლ) კახაბერ ჩაკვეტაძე - სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მასწავლებელი;

მ) თეა სვიმონიშვილი - სსიპ - ქალაქ თბილისის №12 საჯარო სკოლის მასწავლებელი;

ნ) ქეთევან ნატროშვილი – შპს ქართული სასწავლებელი – თბილისის დირექტორის მოადგილე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...