ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური შეჯიბრება ჩაატარეს
21-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური შეჯიბრება ჩაატარეს,  რომელიც ახალციხის საბავშვო ბიბლოეთეკაში მოეწყო. 

აღნიშნული ღონისძიება ლიტერატურულ–შემეცნებითი ხასიათის იყო, რომელსაც ორგანიზატორობა გაუწია: საბავშვო ბიბლიოეთეკის კურატორმა ნაირა გოგოლაძემ, Vა კლასის  ხელმძღვანელმა ნინო გოგოლაძემ და ამავე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა ზაზაშვილმა.    

თამაში სამ ტურად ჩატარდა და სამი ჯგუფიდან ჟიურიმ (რომლის წევრებიც იყვნენ: ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე,  Vა კლასის  ხელმძღვანელი ნინო გოგოლაძე და ამერიკის კუთხის კორდინატორი ქალბატონი ზაირა კაპანაძე), გამარჯვებული გამოავლინა. 

თამაშში მონაწილე მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ, გამარჯვებულ გუნდს კი თასი გადაეცა, რომელიც  ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ დააწესა. 

აღნიშნულ ღონისძიებას როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე მონაწილე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203