გოკიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
20-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებითი ბუნების დავალებებს ხალისით ასრულებენ და დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. 

მათ შორის, აღსანიშნავია, გოკიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - ბოსტნეული და ხილი, რომელიც მოწაფეებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეგნაზ ქალაშიანმა შესთავაზა. 

მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა და მის შესრულებას შემოქმედებითად მიუდგნენ. 

მოსწავლეებმა პლასტელინით ხილი და ბოსტნეული გამოძერწეს, ნამუშევრები ჯგუფურად და წარადგინეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

„ძალიან საინტერესო და მხიარული გაკვეთილი გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...