წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით.
სამოქალაქო განათლებისა და რუსული ენის მასწავლებლის - თამილა ირემაძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, არწივანის საჯარო სკოლაში, გაზაფხულის შემობრძანებას მოსწავლეები მხიარული და სახალისო აქტივობებით შეხვდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდებში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო