საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. მოტივირებული მოსწავლეები კი შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები - სალომე გოგილავა, ნინო ახალმოსულიშვილი, თევდორე ნამგალაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში ევროპის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარადგინეს კვლევა თემაზე - ADHD „ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი“.
მოსწავლეთა ხელმძღვანელო პედაგოგი მარიამ ბერიძე გახლავთ.
მოსწავლეებმა აუდიტორიის დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები: