სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის ხელმძღვანელმა, მარინა მამასახლისმა ჩვეული მზრუნველობითა და პროფესიონალიზმით ბავშვები სადღესასწაულოდ მოამზადა.
ღონისძიების ქორეოგრაფიულ ნომრებზე ქორეოგრაფმა ჟორა კეშელავამ, მუსიკალურ ნაწილზე კი პედაგოგმა ლელა გოლიაძემ იზრუნა.
სკოლის დირექტორმა, ნინო ონიანმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მარინა მამასახლისს კი კიდევ ბევრი საამაყო თაობის აღზრდა უსურვა.
მოსწავლეებმა და მშობლებმა მასწავლებლის, მარინა მამასახლის მიმართ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურეს.
იხილეთ ფოტოები