მაგისტრანტების თბილისის მერიისგან ფინანსური წახალისების მიღება შეუძლიათ. სემესტრულად გასაცემი ფინანსური წახალისება შეადგენს სტუდენტის პირად ანგარიშზე
დარიცხულ 450 ლარს.
წახალსიება გაიცემა სემესტრულად სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე ფინანსური წახალისება არ გაიცემა.
სტიპენდია შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
არის ქ. თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა);
აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სემესტრის განმავლობაში გავლილ
ყველა სალექციო კურსში ‐ არანაკლებ 91‐100 ქულა (A კატეგორია ‐ ფრიადი);
აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.
ყველა დეტალის სანახავად დააჭირეთ აქ