ფერეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ფინალი გაიმართა
20-03-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის  - „რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა. 

ფინალში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა გუნდები -  „ლომები“ და „არწივები”. გუნდებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გამარჯვება მოიპოვეს „ლომებმა“ 10 ქულით, თუმცა მათ ტოლი არც არწივებმა დაუდეს, გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებდათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაშმა ძალიან გაამხიარულა მოსწავლეები.

„თამაშისადმი გამოწვეული ინტერესის გამო, მსგავსი აქტივობები მათ არასდროს მოაკლდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...