ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო ლექციას დაესწრნენ
20-03-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

ახლახან,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის წევრისა და ლექტორის, ისტორიის დოქტორ ლაშა დეისაძე-შარვაშიძის მიწვევით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ საჯარო ლექციას თემაზე - „დავით აღმაშენებლის მმართველობის საეკლესიო მიმართულება“.

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდა აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წევრი, ფილოსოფიის ლექტორი და №4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე.

ლექცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...