დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკას საგაზაფხულო ღონისძიებით ესტუმრნენ
20-03-2025

დაბა თიანეთის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეები, დარიგებლის - ნინო ტუშურის ხელმძღვანელობით, საჯარო ბიბლიოთეკას საინტერესო ღონისძიებით ესტუმრნენ. 

მე-2 კლასელებმა წარადგინეს ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხული“. მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა იზეიმეს და ბიბლიოთეკაში გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს. 

შემდეგ ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ფერადი ფურცლებისგან დაამზადეს ხელნაკეთი ყვავილები, კალათები და სხვადასხვა აპლიკაციები.

ამის შემდეგ დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და ძალიან კმაყოფილები, ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...