დარჩელის N1 სკოლის ნორჩ მკითხველთა გუნდი - „ოპტიმისტები“, ვიქტორინა- კონკურსში წარმატებით მონაწილეობს 
20-03-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. მოსწავლეები კი მხატვრულ ლიტერატურას ხალისით ეცნობიან, განიხილავენ და ამ გზით თვალსაწიერს იფართოებენ. ცოდნას კი ნორჩი მკითხველები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსზე წარმოაჩენენ. 

ახლახან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ჩაატარა ვიქტორინა- კონკურსის - „ჩვენ ვკითხულიბთ“ პირველი ტური, რომლის მიზანი იყო საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია.

კონკურსს შეუერთდა დარჩელის N1 საჯარო სკოლის ნორჩ მკითხველთა გუნდი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გუნდი გამოირჩეიდა სწორი პოზიციის ჩამოყალიბებით მხატვრულ ნაწარმოებში დასმული პრობლემის მიმართ.

„წარმატებებს ვუსურვებ „ოპტიმისტებს“ შემდეგ ტურებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...