სოციალური მომსახურების სააგენტო 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს - სოციალური შემწეობის მიმღები 16 წლამდე ბავშვებისა და გადარიცხული თანხების ოდენობების შესახებ სარეიტინგო ქულების მიხედვით.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 250 088 სოციალურად დაუცველი ბავშვია. მათ შორის თბილისში ეს მაჩვენებელი 55 702-ს უტოლდება.
რეგიონების სტატისტიკას რაც შეეხება, გურიაში სოციალური შემწეობის მიმღები 16 წლამდე ასაკის 9 186 ბავშვია, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2 645, კახეთში 24 318, იმერეთში - 30 570, მცხეთა-მთიანეთში - 6 311, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27 176, სამცხე-ჯავახეთში - 7 802, ქვემო ქართლში - 41 407, შიდა ქართლში - 19 020, აჭარის ა/რ, ზემო აფხაზეთში - 25 951.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს ეს მაჩვენებელი ჯამურად, 230 995-ს შეადგენდა, 2024 წელს - 247 696, ხოლო 2025 წელს, სოციალურ შემწეობას 16 წლამდე ასაკის 250 088 ბავშვი იღებს.