საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა ცნობილია - აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევა დაიწყო
23-03-2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ შეირჩევა 18 კანდიდატი, რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, მოწვეული/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი, გარდა - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლის ან/და წილის მფლობელისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს მმართველობით თანამდებობაზე დასაქმებული პირებისა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), რექტორის მოადგილე (პრორექტორი), ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი) დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტი, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური მართვის, განვითარების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით სათანადო ცოდნა.

ცენტრში განცხადების წარდგენის ვადაა 2025 წლის 19 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...