2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში მორიგი ტესტირება 26 მარტს ჩატარდება, რეგისტრაციის გავლა კი მსურველებს 24 მარტის 17:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ.
შემდეგი გამოცდისათვის (16 აპრილი) რეგისტრაცია 27 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება.
ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ
ბმულზე.