მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში ნოვრუზ-ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენილი იყო ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ასევე ლექსები და სკეჩები. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა ტკბილეულის სუფრის ფონზე, რომლებიც კლასებმა ცალ-ცალკე გაშალეს.
ასევე, დაინთო კოცონი და ჩატარდა ცეცხლის სამშაბათის რიტუალი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: როზა იუზბაშევა, სევილია ასთანოვა, ჩინარა ახმედოვა, ირადა ჯალალოვა, ბოიუქხანუმ ალიევა, სახავატ ეფენდიევი.
იხილეთ ფოტოები: