პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასელმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შესწავლის შემდეგ დიორამა შექმნა
21-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი ბუნების მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასელის დამზადებული დიორამა, რომელიც მოსწავლემ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ შესწავლის შემდეგ შექმნა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარა გამიბინი ხელმძღვანელობდა, რომელიც საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...