მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია 11 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მსურველებს შეუძლიათ ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და ერთ-ერთი საგნის გამოცდა შემდეგი ჩამონათვალიდან:
ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან
გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია 11 მარტს დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდა
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა,
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
სომხური ენის გამოცდა;
აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
აქვთ თუ არა უფლება აპლიკანტებს, გავიდნენ 2 საგნის გამოცდაზე ერთდროულად - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პირმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ ოფიციალურ განმარტებას:
„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები“.