მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება 
21-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზაფხულის მოსწავლას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. 

სკოლაში ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ , ხოტბა შეასხეს გაზაფხულის მშვენიერებას, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შესრულეს სიმღერები. 

ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულებიც დიდი სიყვარულით მიულოცეს და დღეგრძელობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. 

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საყვარელ ქალბატონებს სიმაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...